„მთავრობამ, პანდემიის პერიოდში, ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისათვის, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე. ყველა პაციენტს, რომელიც დაინფიცირდა კოვიდ-19-ით, მთავრობა პატრონობს.
იქნება ეს სახლის პირობებში, სასტუმროებში თუ საავადმყოფოებში, მათ, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კოვიდ-პანდემია არის მთელს მსოფლიოში და ვერავინ შეაკავა, ვერც ერთმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ.
„პატარა საქართველომ მოახერხა ის, რომ პირველი და მეორე ტალღა ზოგადად წარმატებით ვმართეთ. მაშინ ყველა, მთელი მთავრობა, მთელი გუნდი იყო ჩართული. გასაგებია, შემდეგ დიდხანს გაიწელა ეს დაკეტვა, ე.წ ლოქდაუნები და ამან გამოიწვია ჩვენი ათასობით მოქალაქის სამსახურის გარეშე დატოვება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ოკუპაციის შემდეგ, არ შეიძლება შენი მოქალაქეები დიდხანს დატოვო სამსახურის გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამიტომაც, დაიწყო ეტაპობრივად, მიზანმიმართულად, გააზრებულად ეკონომიკის გახსნა.
„დაახლოებით 6 თვის წინ, დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა, ოპერატიულად მოვაგვარეთ, 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ანუ დღეს ჩვენ გვაქვს უკვე წამალი, რომელიც კურნავს და რომელიც იცავს ჩვენ მოქალაქეებს სიკვდილისგან. რა თქმა უნდა, აცრა არის ნებაყოფლობითი. არავინ და ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს. ოჯახშიც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს სირთულე, დაარწმუნოს საკუთარი ოჯახის წევრი, აიცრას თუ არა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ აქტიური კომუნიკაცია ფაქტებით და არგუმენტებით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები აცრის აუცილებლობაში.
დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეზობლები, ახლობლები, მეგობრები, მშობლები. რაც მთავარია, სწორედ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის აღდგენა და სწრაფი ტემპით აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი