
„მოახლოებული კი არა, მოსული სიკვდილის ქრონიკაა… დღეში79 გარდაცვლილი … – წერს სოციალურ ქსელში შტუტგარტში მოღვაწე ექიმი ნინო ნაცვალაძე.
რამოდენიმე დღის წინ, ჩემს ფბ-ში ათეულობით შემოსულ სმს -შორის ყურადღება მიიქცია ყველაზე მოკლემ:
– ნინო თქვენა ხართ?
-დიახ.
რამდენიმე საათში ისევ მისი სმს შემომდის:
– ექიმი?
-დიახ.
– მე მგონი, თქვენ ჩემი ექიმი ხართ, გეძებთ ეს დღეები და აქ მოგძებნეთ. დღესაც მივარდება სატურაცია 85-მდე . მიშველეთ!..
ასე ეძებდა რამდენიმე დღე თავის ექიმს ერთ-ერთი ქალბატონი… უკვე წერაც უჭირდა და საუბარიც….
ამ საშინელი პანდემიის მთელ პერიოდში, მიუხედავად უდიდესი დაძაბულობისა, ჩემს პოსტებსა და ტვ გამოსვლებში, ვცდილობდი რადიკალური არ ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ქალბატონის ტკივილმა, რამდენიმე დღე რომ ეძებდა თავის ექიმს, წონასწორობა დამაკარგვინა…თითქოს ბოლო წვეთი იყო. გამიჩნდა სურვილი საქვეყნოდ ვიყვირო:
– დანაშაულია, რაც დღეს საქართველოში ხდება!
– დამნაშავეა ნებისმიერი მთავრობა , რომელსაც პანდემიის დაწყებიდან სულ მცირე 1,5 წელში, 3 მლნ-იან ქვეყანაში დღეში 60 ადამიანი უკვდება ….
– დამნაშავეა, როცა 1,5 წლის მერეც მოუმზადებელია და დაჩოქილი არ სთხოვს დახმარებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებსაც დღეს სული აქვთ მოთქმული.
– დამნაშავეა ხელისუფლება, როცა არ დადის სოფელ-სოფელ, კარდაკარ, ოჯახიდან ოჯახში და მოსახლეობას არ არწმუნებს აცრის აუცილებლობაში, არ უხსნის, თუნდაც არ ავალდებულებს… დიახ, იმ სიარულს და „თხოვნას“ გახსენებთ, არჩევნების წინ რომ კარგად ახერხებთ….
– დამნაშავეა და მკვლელია, როცა რეალობის აღქმა დაკარგული აქვს, და რადგან სიკვდილმა შენს სახლში არ შემოიხედა, „სხვა“ ფეხზე გკიდია და ეუბნები, რომ სიტუაცია სტაბილურია.
– დამნაშავეა, როცა სიკვდილი დადის ქვეყანაში და პირბადის ტარებასაც აღარ ავალდებულებ, ჯარიმებისგან ათავისუფლებ და ახალ დარღვევებს მოტივაციას აძლევ …
– დამნაშავეა, რადგან არ იზიარებ იმ გამოცდილებას, რომელმაც ბევრგან გაამართლა.
– დამნაშავეა, რადგან ამხელა დანაკარგის ფონზე სინანული და ბოდიში კი არ ისმის, კეკლუცობას და პოზიორობას ვხედავთ მხოლოდ.
– დიახ, დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში, წინ კი არა, უკან იარა და მოახერხა ის, რაც დღეს გვაქვს: ვართ თითით საჩვენებელი კოვიდინფიცირების და ლეტალობის ტემპით.
– ქართული „სასწაულის“ ნაწილია ის, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ხალხი თავს იკლავს ძალით, და ამაში, ხელისუფლებასთან ერთად მას სამღვდელოებაც ეხმარება.
– გულგაციებული და გულგრილია ქვეყანა, სადაც არაფრად მიაჩნიათ ყოველდღიურად 60 მოქალაქის დაკარგვა….
P.S. უდიდესი პატივისცემა და მოწიწება ჩემს კოლეგებს, მედპერსონალს, ყველაფრის მიუხედავად, მაქსიმალურად რომ იხარჯებიან!
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის