

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 8 ათასამდე ოჯახი სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებს ნიადაგის დასახნავად.
აღნიშნული ბარათები 9 თებერვალს გადასცეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
„მალე ჩამოვიტანთ აგრობარათებს, რომლებზეც დაირიცხება ქულები,“ – ამბობს ლორენცო ლემონჯავა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
აგრობარათზე ქულები დაირიცხება მოსარგებლისთვის განკუთვნილი სარგებლის ღირებულების შესაბამისად (1 ქულა უდრის 1 ლარს).
აგრობარათზე დარიცხული ქულების მეშვეობით მოსარგებლე შეძლებს სასუქის, სათესლე და სანერგე მასალების, ასევე მცენარეთა მოვლის საშუალებების შეძენას.
ლორენცო ლემონჯავას ინფორმაციით, უახლოეს ხანში მობილიზდება ტექნიკა. გაზაფხულის დადგომისთანავე შპს „მექანიზატორი“ და სამუშაოს სხვა შემსრულებლები შეუდგებიან ხვნას.
სასოფლო-სამეურნეო ბარათის გამოყენების წესი დეტალურადაა აღწერილი ამავე ბარათზე.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,