პანდემიის გამო შექმნილი სერიოზული გამოწვევებისა და მნიშვნელოვანი პრობლემების მიუხედავად, ნუნისში დამსვენებლების რიცხვი არ შემცირებულა. კურორტ ნუნისის მენეჯერი ნინა პავლიაშვილი ამბობს, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონი წარმატებული გამოდგა.
– ქალბატონო ნინა, წინა წლებთან შედარებით, წელს რამდენად გყავდათ დამსვენებლები?
– გასულ წლებში დამსვენებლები, უმეტესად, მკურნალობის მიზნით გვსტუმრობდნენ. წელს კი თითქმის გათანაბრდა სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოსული სტუმრების თანაფარდობა.
გაზაფხულზე ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფს ვუმასპინძლეთ, ივლისში კი ნიუტონის სკოლისა და PLANT SCHOOL- ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბანაკის მასპინძლები ვიყავით. ასე რომ, ნუნისზე შეყვარებული ახალგაზრდების ოდენობა დღითიდღე იზრდება.
სამწუხაროდ, გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, მოგვიწია ბანაკის შემდეგი ორი ნაკადის, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის ბანაკის, იოგა ტურისა და სხვა რამდენიმე კორპორატიული ჯავშნის გაუქმება.
– როდემდე გააგრძელებთ დამსვენებლების მიღებას?
– მთელი წლის განმავლობაში ვაპირებთ. 2020 წელს უკვე გვქონდა ამის პრეცედენტი და ჩვენმა მცდელობამ გაამართლა. ნუნისი წელიწადის ყველა დროს ზღაპრულად ლამაზია. სწორედ ამიტომ, არ გვინდა დამსვენებელს ეს სიამოვნება მოვაკლოთ.
– პანდემიამ რა გამოწვევების წინაშე დააყენა კურორტი ნუნისი?
– პანდემიამ არა მხოლოდ კურორტი ნუნისი, არამედ ტურიზმის სექტორში არსებული ყველა კომპანია დააზარალა. ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა, რომ შეგვექმნა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე აქ მომსახურე პერსონალისთვის. ზედმეტი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით. უფრო მეტიც, – ნუნისი ერთგვარ მწვანე კუნძულად იქცა, სადაც ჩვენს სტუმრებს უსაფრთხოდ, დაცულად და მშვიდად შეუძლიათ დასვენება.
– ამ ეტაპზე რა პრობლემები აქვს კურორტ ნუნისს?
– საავტომობილო გზის პრობლემა, რა თქმა უნდა, ხშირად გვაფერხებს. თუმცა, გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს. გაზაფხულზე მთლიანად მოწესრიგდა სოფელ ნუნისში კურორტამდე მომავალი გზა. დაიგო ბეტონის საფარი და როგორც კურორტის, ასევე ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების დამსვენებლებს ტრანსპორტირება საგრძნობლად გაუმარტივა.
– დამსვენებლებს რომელი გზითა და ტრანსპორტით ურჩევთ კურორტ ნუნისამდე მგზავრობას?
– ამჟამად ყველაზე მოხერხებული ტრანსპორტი მატარებელია და დამსვენებლებიც, უფრო ხშირად, არჩევანს მასზე აკეთებენ.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი