
ხარაგაულელი თამარ ფცქიალაძე კორონავირუსზე ფაიზერით ასაცრელად ზესტაფონის ჯეო ჰოსპიტალის მრავალპროფილურ ცენტრში დარეგისტრირდა. თუმცა, ასაცრელად მისულს უთხრეს, რომ თურმე არა სამედიცინო ცენტრში, არამედ სკოლის შენობაში უნდა აიცრას.
„არაერთი დაავადების გამო, რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტი ვარ, – წერს სოციალურ ქსელში ქალბატონო თამარი, – ამის გამო, ფაიზერით ვაქცინაციისას, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ზესტაფონის ჯეო ჰოსპიტალის მრავალპროფილურ ცენტრში დავრეგისტრირდი.
დღეს, ადგილზე მისულს, დამხვდა სიურპრიზი, – არც მეტი არც ნაკლები, ვაქცინაცია თურმე ერთ-ერთ სკოლაში უნდა ჩამიტარდეს!!! ყოველგვარი შეტყობინების გარეშე!!!
ამიხსნას ვინმემ, ვინ აგებს პასუხს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე.
შესაძლო გართულების შემთხვევაში ვისი იმედი მქონდეს, სკოლის ადმინისტრაციის? მე ხომ არავის გავუფრთხილებივარ. ჯერ ისეც რა განწყობაა საზოგადოებაში და მერე ასეთი უპასუხისმგებლობა.
ვინ მიცავს???“ – კითხულობს ქალბატონი თამარი.
სკოლის შენობაში აცრისას, შესაძლო რეაქციის შემთხვევაში, რამდენად იქნება მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი, – ამის გასარკვევად დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს დავუკავშირდით.
„მასობრივი ვაქცინაციის ახალი სივრცე შეიქმნა იმისათვის, რომ მსურველთა ვაქცინაცია მეტად ორგანიზებულად და სწრაფად მოხდეს, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ, – რაც შეეხება სკოლაში ვაქცინაციას, – სკოლის, უნივერსიტეტის და ა.შ. გამოყენებულია მხოლოდ ფართი და არა სკოლის ადმინისტაციის და პედაგოგების მომსახურება.
აღნიშნულ სივრცეებში მომსახურებას ახორციელებენ იმავე სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ბრიგადები და მათ ადგილზე აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ყველა მედიკამენტი და აღჭურვილობა“.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის