ლეღვანი-ხარაგაულის წყალსადენის მშენებლობა ამჟამად სოფელ ლეღვანში მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაცია წყალსადენის მშენებელი კომპანია „ლ და კ“-ს დამფუძნებლის დავით კაპანაძისგან მოვიპოვეთ.
„ამ ეტაპზე მაგისტრალური ქსელი ლეღვანში შენდება, წყალშემკრები რეზურვური და ჭაბურღილი ხარაგაულში ეწყობა, – ამბობს დავით კაპანაძე, – ხარაგაულში მაგისტრალური ხაზის მშენებლობა და შიდა დაქსელვის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა. რამდენიმე მცირე მონაკვეთია დარჩენილი და იქ მშენებლობის გასაახლებლად პროექტში ცვლილების დამტკიცებას ველოდებით.
ლეღვან-ხარაგაულის წყალსადენის სამუშაოებს 2021 წლის ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ. თავდაპირველი ხელშეკრულებით, წყალსადენის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს უნდა დაგვემთავრებინა, მაგრამ პროექტში ცვლილებებმა და კორონავირუსის პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა. წყალსადენის მშენებლობაზე დასაქმებულები კორონავირუსით დაავადნენ, რაც სამუშაოებს აფერხებდა“.
შპს „ლ და კ“ ხარაგაულში წყალმომარაგების სამუშაოებს 3 916 930 ლარად ახორციელებს.
ფოტოზე: ჭაბურღილის მშენებლობა ხარაგაულში
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.