

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომიისის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ექვს ეტაპად ჩატარდება.
I ეტაპის ტრენინგები დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
ტრენინგებს ჩაატარებს სწავლების ცენტრისგან გადამზადებული 202 ტრენერი (მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში).
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება.
ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება. ტრენინგზე დაშვება განხორციელდება ტესტირების უარყოფითი შედეგის საფუძველზე.
I ეტაპის ტრენინგები 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ აისახება.
ფოტოზე: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ხარაგაულში, 2020 წ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,