ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
„ყველას ვეუბნები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე; მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი ბრალდებებითა და პროვოკაციებით, საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას, რითაც მათ პრაქტიკულად დააზიანეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ვინაიდან დაიწყეს უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს არჩევნები გაყალბდა.
„ამ დროს მილიონმა ადამიანმა, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მმართველობას. შემდეგ, მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი მეგობრების – შარლ მიშელის, აშშ-ის დიდი დახმარებით, როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ ეს მავნებლები შეგვეყვანა პარლამენტში. ამის შემდეგ, ხედავთ, რომ მორიგი პროვოკაცია მზადდება – გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, წინასწარ დაიწყონ სპეკულაციები, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფლად, გამჭვირვალედ.
ჩვენ გვჭირდება მობილიზება ჩვენს ამომრჩეველს, კოორდინატორებს, აქტივისტებს, რომ არავის მივცეთ რაიმე სახის პროვოკაციის განხორციელების საშუალება.
არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად მშვიდ და თავისუფალ, გამჭვირვალე პირობებში. ამას გარდა, მე გამოვედი ინიციატივით და ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად გვიჭერს მხარს, ჩვენი პარტია და ასევე ცესკო გამოეხმაურა ამ ინიციატივას, რომ არჩევნები ჩატარდეს კოვიდუსაფრთხო გარემოში.
ჩვენ დავიწყეთ და მაქსიმალურად დავაჩქარეთ ვაქცინაციის ტემპები და კოორდინატორების, მერების, ყველა კანდიდატის აცრა დავიწყეთ. ჩვენ ცესკოს შევთავაზეთ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა ამ პროცესში, რაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს.
გუშინ და გუშინწინ ჩვენ გვქონდა რეკორდული აცრები, 30 ათასს გადააჭარბა 24 საათში ჩატარებული აცრების რაოდენობამ, რაც სასიხარულოა, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი