„ჩვენ გვაინტერესებს ერთის მხრივ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და განვითარება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სვანეთის უნიკალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს კუთხე ხალხით გამოირჩევა.
„განსაკუთრებით მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს, ამ ულამაზესი კუთხის შვილებს, ყველას მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო სვანებო! ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა. როცა ამ სილამაზეს უყურებ, ერთადერთი განცდა გაქვს – ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ საამაყოა, იყო ქართველი და ამავდროულად, გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას.
სვანეთი გამოირჩევა მართლაც არა მხოლოდ უნიკალური სილამაზით, ბუმბერაზი მთებით, პირველ რიგში სწორედ ხალხით გამოირჩევა ჩვენი ეს ულამაზესი კუთხე. სვანები გამოირჩევიან საკუთარი უნიკალურობით, სიმამაცით. თქვენ ხართ ბუმბერაზი ხალხი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ მიჩნდება ასოციაცია, ვუყურებ რა უზარმაზარ მთებს და კლდეებს, ასეთი ხალხია სწორედ ამ კუთხის შვილები, ჩვენი სვანები.
პირველ რიგში, ყველას მადლობას გიხდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერისთვის, სწორედ თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ისტორიული გამარჯვება.
მოვდიოდით რა ამ კუთხეში, მე გამახსენდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი დამფუძნებლის სტუმრობა სვანეთში. გახსოვთ, მაშინ როგორი სპექტაკლის დადგმა მოინდომეს ყოფილი ხელისუფლების მავნებელმა პოლიტიკოსებმა. მაშინ თქვენ ღირსეული პასუხი გაეცით იმ პროვოკაციას. ამ ღირსებისა და ვაჟკაცობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით! ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენისას.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი