
არმაზ შავიძე ორგანიზაცია “Bridge for the education • ხიდი განათლებისკენ” წევრი გახდა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა.
ის ინგლისური ენის კომიტეტის წევრია და ტრენინგებს ჩატარების უფლება მოიპოვა.
არმაზიმ ორი ტრენინგი უკვე ჩაატარა გაცვლითი პროგრამების შესახებ.
პირველ ტრენინგზე მოწვეული ჰყავდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) წლევანდელი ხარაგაულელი გამარჯვებული კესო ჩხიკვაძე. მეორე ტრენინგი კი erasmus+ პროგრამის გაცნობას შეეხო. მოწვეული იყო მიშო ყორშია, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ორივე ტრენინგმა დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია.
„27 აგვისტოს უნდა დავიწყო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი (A1 და A2 დონე). ტრენინგები 21 სექტემბრამდე გაგრძელდება,- ამბობს არმაზ შავიძე,- ტრენინგს მე გავუძღვები და კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ჩატარდება.
ტრენინგზე დასწრება უფასოა.
მსურველებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლოთ სარეგისტრაციო ფორმის შევსება. რეგისტრაციის ვადა დღეს, საღამოს 23:00 საათზე იწურება.
მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით მესწრებიან ხოლმე. დიდი დაინტერესებაა ჭიათურიდან. ხარაგაულელი ახალგაზრდებიც აქტიურობენ. ამ ორგანიზაციაში კიდევ დავრჩები და კვლავ აქტიურად გავაგრძელებ საქმიანობას. მთავარია მონდომება და შეუძლებელი არაფერია“, – ამბობს არმაზ შავიძე.
არმაზ შავიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლის „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.
გვიხარია არმაზის მიღწევები და მომავალშიც არაერთი საინტერესო იდეის წარმატებით განხორციელებას ვუსურვებთ.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის