

ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სმარტ კლუბისა“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგის მაია ბარბაქაძის ინიციატივით დღეს ბორიდან ხარაგაულამდე გაიმართა ველორბოლა, რომელშიც ბორისა და ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. რბოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრში ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე. მათ აღნიშნეს, რომ ველოსიპედი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება მოსწავლეებისგან სპორტით ასეთ დაინტერესებას.
„კარგი იქნება, ასეთ ღონისძიებებში უფროსი ასაკის წარმომადგენლებიც რომ ჩაერთონ. მინდა ამ აქციაში სხვა სკოლების წარმომადგენლებიც შემოგიერთდნენ,“ – აღნიშნა დავით კიკნაძემ.
ბორის საჯარო სკოლის დირექტორ ჰამლეტ ბერაძის თქმით, ასეთი აქციები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, მადლობას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც გეგმავენ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობაა ჩართული; ხარაგაულს შესწევს ძალა, ფეხი აუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას.
ძევრის საჯარო სკოლის დირექტორმა მანუჩარ ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებაში ძევრის სკოლიდან მხოლოდ ორი ბავშვი მონაწილეობს, მაგრამ მომავალში მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან. ასეთი აქციებით საფუძველი ეყრება მოსწავლეებს შორის მეგობრობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰამლეტ ბერაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეებს და შსს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ველომრბოლელთა გადაადგილების უსაფრთხოება.
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).