
ეს გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ამ დრომდე რესტორნები და კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩაივლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი, რომელიც ბათუმში, ახალ სტადიონზე 2 სექტემბერს საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის უნდა გაიმართოს.
კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა – ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.
პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რამდენადაც ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
საკოორდინაციო საბჭომ 24 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი, რომლის თანახმად, ტურისტული კომპანიები, განთავსებისა და კვების ობიექტები სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებენ.
უსასყიდლო წვდომა ექნებათ სახელმწიფო სერვისებზე სრულად ვაქცინირებულ გიდებს, კერძოდ – სახელმწიფო მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და საბაგიროებზე.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის