

ბოლო 24 საათში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1019-მდე გაიზარდა.
მათ შორის 771 გამოჯანმრთელდა,ხოლო 17 დაავადებული – გარდაიცვალა.
24 აგვისტოს კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ხუნევში, ვერტყვიჭალაში, ვახანში, კიცხში, ბორში, ახალსოფელში, ღორეშაში, უბისაში, ვარძიაში, ხიდარში, საქარიქედში, დაბა ხარაგაულში, ხემაღალსა და ბორითში.
22-ვე ინფიცირებულს ვირუსი ოჯახის წევრისგან ან სტუმრისგან გადაედო.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 231 კოვიდინფიცირებულია. მათგან 24 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს.
გუშინ ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების მედპერსონალმა მორიგი PSR ტესტირება გაიარა. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
კორონავირუსის ყოველდღიურად მზარდი შემთხვევების ფონზე დამაიმედებელი ისაა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, აცრის მსურველთა რაოდენობა იზრდება.
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტები ყველა სახის სამედიცინო
ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული,