
ხარაგაულის #1, #2, მოლითის, ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღებში კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები ამ კვირაში დაიწყება.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვერტყვიჭალისა და საღანძილის ახალაგებულ საბავშვო ბაღებში პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა ხელსაბანი ნიჟარების დამონტაჟება.
ეს ხარვეზი ამ ბაღების მშენებლობისას დაფიქსირდა. ამიტომ გაერთიანებამ საკუთარი სახსრებით სამ-სამი ხელსაბანი ნიჟარა შეიძინა და დაამონტაჟა.
ამჟამად ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღებისთვის 3-3 ცალი კარადიანი ნიჟარა უნდა შეიძინონ.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში უნდა მოეწყოს სამრეცხაო, აღმზრდელებისა და ადმინისტრაციისთვის თითო-თითო ოთახი; ასევე უნდა მოწესრიგდეს კიბე და შენობა გადაიხუროს;
ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში აღმზრდელებისთვის სველი წერტილი უნდა გარემონტდეს;
მოლითის საბავშვო ბაღში გამგისა და საიზოლაციო ოთახები უნდა მოეწყოს.
ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი/მ „კახაბერ ბოგვერაძე“ 10 ათას ლარად აპირებს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე 10 344 ლარზე გამოაცხადა.
ფოტოზე: ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის