

კორონავირუსის პანდემია წელიწადნახევარი კიდევ გაგრძელდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ და ამ ომში ჩვენი ერთადერთი იარაღი არის აცრა.
„„თუ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 80% აიცრება, კორონავირუსით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები გვექნება, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – აცრა გვიცავს გართულებებისგან, რეანიმაციისგან და სიკვდილისგან.
ათასი ჩატარებული აცრა ერთ სიცოცხლეს გადაარჩენს. აცრის გარეშე პანდემია არ შეჩერდება.
აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, აცრის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია. დღიურად 21-დან 23 ათასი ადამიანი იცრის. საჭიროა ეს რიცხვი 25-30 ათასამდე გაიზარდოს.
კორონავირუსით დღეს საქართველოში 59 ათასი ადამიანია ინფიცირებული. მათგან 7 238 პირი სტაციონარში წევს. საავადმყოფოებში 8 ათასი ავადმყოფის მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ თბილისში პირველი საველე ჰოსპიტალი ამოქმედდსა, სადაც საშუალო სიმძიმის პაციენტები მოათავსეს.
კორონავირუსს საქართველოში დღემდე 6 649 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის კატასტროფაა“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,