
„ორსულთა სიკვდილიანობა არის ერთ-ერთი ინდიკატორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებსითვის გამართულ ვებინარზე.
მისი თქმით, კოვიდის პერიოდში მოიმატა ორსულების გარდაცვალების შემთხვევებმა. წელს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 ორსული გარდაიცვალა, მეცხრე ორსულის გარდაცვალების ფაქტი შესწავლის სტადიაშია. 2020 წელს ორსულის გარდაცვალების ერთი შემთხვევა აღირიცხა.
„დაგვიანდა ორსულთა აცრა. ორსულთა აცრა სამი ვაქცინით შეიძლება – პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა და იქაც გაფრთხილებაა, რომ იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის. უნდა აეხსნას კარგად, რომ აცრა იცავს.
ჩინურ ვაქცინებს, ჯერჯერობით, უწერიათ, რომ კვლევა არ არის ჩატარებული და ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინებით.
ფაიზერის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისის ბოლოს, ამიტომაც, სამწუხაროდ, ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრა. ასტრაზენეკაზე ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი, 45 წელი, ანუ რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარი.
ასევე დიდი სიფრთხილეა საჭირო თვითონ ორსული ქალებისა და მეან-გინეკოლოგების მხრიდან. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა, აუცილებელია, რომ აიცრან.
ორსული მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადებისას. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან პფაიზერით“.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის