

მომავალი კვირიდან ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტისა და ზესტაფონში, #2 სკოლის ტერიტორიაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ ვებინარზე ისაუბრა.
ამ ასაცრელ სივრცეებში აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამჟამად იმერეთის სამედიცინო დაწესებულებებში ჯამურად 84 ათასზე მეტი პირია აცრილი, მათგან 63 548 ერთჯერადად. თუმცა იმერეთში, ვაქცინაციის დაწყების პირველ ეტაპზე, სხვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც იცრებოდა.
გოჩა გიორგიძის თქმით, იმისთვის, რომ აცრის მოცვის მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდოს, იმერეთში 337 ათასამდე პირი უნდა აიცრას.
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტები ყველა სახის სამედიცინო
ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული,
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს