

ფერიცვალების დღესასწაულს კარგი ამბით შევხვდით, ხარაგაულში დღეს მხოლოდ ერთი ინფიცირებული გვყავს,” – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე.
დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული სოფელ ქვებში ცხოვრობს, დაავადების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
ბოლო 24 საათში, 41 ხარაგაულელი კორონავირუსისგან განიკურნა. ამჟამად ხარაგაულში 187 ინფიცირებულია, მათგან 30 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე სულ ინფიცირების 967 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 763 გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იზოლაციაში 160 პირი იმყოფება.
19 აგვისტოს მონეცემებით, საქართველოში კორონავირუსი 4921 ადამიანს დაუდასტურდა, 58 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,