17 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულშიკორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამჟამად სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 210 ინფიცირებულია, მათგან 36 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობენ.

ახალი შემთხვევები გამოვლინდა ხიდარში, დეისში, ვარძიაში, ღორეშაში, უბისაში, გედსამანიაში, წყალაფორეთში, ახალსოფელში, დაბა ხარაგაულში, ფარცხნალში, ვერტყვილასა და საქარიქედში.

ყველა დაავადებულის ინფიცირების წყარო ცნობილია.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 949 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 722 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.

ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იზოლაციაში 160 პირი იმყოფება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, თითოეული ინფიცირებულის კონტაქტში მყოფ პირებს ურეკავენ და იზოლაციაში ყოფნას ურჩევენ. თუმცა ადამიანთა უმრავლესობა იზოლაციის წესებს არ ემორჩილება.

ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების თანამშრომლებს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა.