
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მწერალთა სახლისერთობლივი გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია.
პროგრამის ფარგლებში, ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში, მასპინძელი რეზიდენციის ინიციატივით, ერთის ნაცვლად ორი ქართველი ავტორი – თაკო ფოლადაშვილი და თეა თოფურია გაემგზავრება, ხოლო უკრაინის ქალაქ ლვოვში, ახალ ნაწარმოებზე ნანა აბულაძე იმუშავებს. ის ასევე ლვოვის წიგნის ფორუმს დაესწრება.
თავის მხრივ, მწერალთა სახლი, თბილისში, ესპანელ და უკრაინელ ავტორებს უმასპინძლებს.
„გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის მიზანია, რომ ორი კვირის განმავლობაში რომანი დავწერო, – ამბობს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში თეა თოფურია, – მწერალი უნდა მოწყვიტონ ყოველდღიურ საქმიანობას, რუტინას, წაიყვანონ სხვა ადგილას და ნაწარმოებზე მუშაობის საშუალება მისცენ.
მე, ფაქტობრივად, რომანის მესამედი დაწერილი მაქვს. ჩემი ნაწარმოები მისტიკურ-მაგიური რეალიზმის ჟანრისაა. ეხება ცხოვრებას, ადამიანს. მოთხრობილია ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობის ერთი ნაწილი დაპყრობის შემდეგ სხვაგან გადასახლდება და ცხოვრებას თავისუფლებაში აგრძელებს, მეორე ნაწილი კი – დამპყრობელთან. რომანში შემოდიან ადამიანები თავიანთი ცხოვრებით, ბრძოლებით, სიხარულებით“.
თეა თოფურია ესპანეთის ქალაქ ლა კორუანიაში ოქტომბრის ბოლოს გაემგზავრება.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის