

16 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 72 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 188 კოვიდინფიცირებულია.
COVID-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა დაბა ხარაგაულში, ლეღვანში, ბაზალეთში, ჯაფაროულში, ვერტყვილაში, ხონში, გედსამანიაში, გრიგალათში, ღორეშაში, სარგვეშში, ლაშის იგორეთსა და უბისაში.
ინფიცირებულთა შორის არის ჯაფაროულში მცხოვრები ერთი წლის ასაკის ბავშვი.
დაინფიცირების წყარო უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის წევრია. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ინფიცირების წყაროს მოძიება ვერ მოხერხდა.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 159 პირი იმყოფება.
188 ინფიცირებულიდან 33 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსის 923 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 718 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, ვინაიდან ხარაგაულისა და ბორითის კლინიკები კოვიდცენტრებად გადაკეთდა, კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება მედპერსონალს ყოველ ორშაბათს ჩაუტარდება.
დღეს, 16 აგვისტოს, ჩატარებული ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე