

„დღეს დავასრულე მორიგეობა კოვიდკლინიკაში“, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულის კოვიდკლინიკის მედდა ლალი შარიქაძე, – დიდება უფალს, ჩვენი ყველა პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
ზოგიერთმა კლინიკა უკვე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. დანარჩენები კვლავ იბრძვიან გამოსაჯანმრთელებლად.
მათ შორის ერთ-ერთია 90 წლის ბებო, რომელმაც ამ დილით გამახარა და უკეთ დამხვდა. მორიგეობის დასრულებისას დამლოცა.
ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, დავიცათ რეგულაციები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია.
უფალს ებარებოდეთ, ჩემო მეგობრებო!“
ხარაგაულისა და ბორითის კლინიკები კოვიდცენტრებად 10 აგვისტოდან გადაკეთდნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,