

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევები დ. ხარაგაულში, ლახუნდარაში, სარგვეშში, ფარცხნალში, კიცხში, ლეღვანში, ხიდარში, ვერტყვიჭალაში, ერეთაში, უბისაში, საღანძილეში, ახალსოფელსა და ჩრდილში გამოვლინდა.
დაავადებულთა ინფიცირების წყაროებისა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 867 შემთხვევაა დადასტურებული, 714 პირი გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.
დღეს ხარაგაულში ინფიცირებული 152 პირიდან 32 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,