

„ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის,მაგალითად, ექიმებისთვის, ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო“, – ამბობს პაატა იმნაძე, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.
პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს კლინიკებში აცრა ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშეცაა შესაძლებელი.
„ვინც არჩევს ვაქცინებს, რომ მაინცდამაინც ფაიზერით აცრა სურს, მათთვის მინდა ვთქვა, სინოვაკით აიცერით. სინოვაკით პირველი აცრიდან ორ კვირაში უკვე მეორე აცრა შესაძლებელია და იმუნური მალევე ხდები. მხოლოდ აცრა გადაგვარჩენს“.
პაატა იმნაძემ ისაუბრა იმ ექიმების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოქალაქეებს აცრაზე უარს ეუბნებიან.
„თქვენი უფლებაა, ექიმს მოსთხოვოთ, რომ აუცრელობის მიზეზი აუცილებლად წერილობით განგიმარტონ, – ამბობს პაატა იმნაძე, – შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის, რამდენად კვალიფიციურად იმოქმედა ექიმმა კონკრეტულ სიტუაციაში“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,