

დღეს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან COVID-ინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა.
მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები, რათა თანდათან სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს “COVID-უსაფრთხო”.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა მათ შეკითხვას. დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს თამარ ქაშიბაძეს (ტელ.: 551 170051; ელ.ფოსტა: tamar.kashibadze@ncdc.ge) გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე