
თანამდებობის დატოვების შესახებ უკვე ყოფილმა დირექტორმა მარინე ხვედელიძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ის ხარაგაულის #3 სკოლის დირექტორის პოსტზე 2014 წლის 24 ნოემბრიდან მუშაობდა. მარინე ხვედელიძე 2017 წლის მოწვევის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.
რატომ დატოვა თანამდებობა და ხომ არ გეგმავს პოლიტიკაში უფრო აქტიურად საქმიანობას, ამ შეკითხვებით მარინე ხვედელიძეს მივმართეთ.
„თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დავტოვე, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – 2020 წლის ნოემბერში დირექტორობის ვადა ამომეწურა და ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი. ჩემი გადაწყვეტილება ყოველგვარი პოლიტიკისგან გამიჯნულია. სამ შვილს, ოჯახსა და მოსწავლეებს ახლა უფრო მეტ დროს დავუთმობ.
წამყვანი მასწავლებელი ვარ. სკოლის დირექტორს მხოლოდ ათი საათი მქონდა. სექტემბრიდან, შესაძლოა, მეტი საათი ავიღო.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩემს მომავალ საქმიანობას რაც შეეხება, არ ვიცი, რა და როგორ მოხდება, ამ თემაზე საუბარი არ მსურს“.
ახალი დირექტორის დანიშვნამდე ხარაგაულის #3 სკოლის დირექტორის მოვალეობას ნათია ბაბლიძე შეასრულებს. ის ამ დრომდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ გულდასაწყვეტია მარინე ხვედელიძის მსგავსი აქტიური და მოტივირებული ადამიანი რომ სკოლის დირექტორის თანამდებობას ტოვებს: „მარინე ნოემბრის შემდეგ ყოველდღე აპირებდა სკოლის დირექტორობიდან წასვლას. მუდმივად ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე გადაწყვიტა“.
მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სექტემბერში ხარაგაულში მოქმედი 25-ვე სკოლის დირექტორს ექსწლიანი ვადა ამოეწურება და თავიანთ საქმიანობას დირექტორის მოვალეობის სტატუსით გააგრძელებენ.
როდის გამოაცხადებს განათლების სამინისტრო სკოლების დირექტორებისთვის კონკურსს, მარინე ვეფხვაძესთვის არ უცნობებიათ. ამ კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი ვერც განათლების სამინისტროში დაგვისახელეს.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება