

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, ქროლში, ვერტყვილაში, ვერტყვიჭალაში, კიცხში, ხიდარში, ხორითსა და ხუნევში.
დაბა ხარაგაულში მცხოვრები სამივე ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტები არ აქვთ. ხიდრელი ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთი ოჯახიდან არიან ასევე ხორითში მცხოვრები ორი ინფიცირებული.
დანარჩენ სოფლებში მცხოვრებ პაციენტთა ინფიცირების წყაროებისა და კონტაქტების მოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, ხარაგაულში ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა და ინფიცირებულთა რიცხვი დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.
ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსის 848 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 705 გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.
126 ინფიცირებულიდან 27 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 120 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა