
ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გვანცა ქოჩიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო, – ქართულში – 67 (მაქსიმალური 70 ქულიდან), ინგლისურ ენაში – 70 (მაქსიმალური 80-დან), მათემატიკაში – 35 (მაქსიმალური 51 ქულიდან).
გვანცას სწავლის გაგრძელება თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სურს. მას მიაჩნია, რომ ეს უნივერსიტეტი კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
„საერთო ჯამში, ეროვნული გამოცდები რთული არ იყო, – ამბობს გვანცა, – ცოტა მათემატიკის ტესტი მერთულა. ერთიანი ეროვნული გამოცდები მოსწავლის ცოდნას კი ამოწმებს, თუმცა, ვფიქრობ, გარკვეული ხარვეზები მაინც არის.
მსმენია, რომ აბიტურიენტები უცხო ენის ტესტის შემადგენელ დახურულ კითხვებს ინტუიციით აკეთებენ. ბარიერის გადალახვას ამით ახერხებენ. ბარიერიც ზედმეტად დაბალია. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში მოსახვედრად მხოლოდ ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის. სწავლის გაგრძელება გერმანიაში მინდა, მაგრამ შემდეგ საქართველოში დავბრუნდები. ცოდნასა და გამოცდილებას ჩემს ქვეყანას მოვახმარ“.
გვანცა ამბობს, რომ თუ სწავლა დისტანციურად გაგრძელდა, მისთვის, როგორც პირველკურსელისთვის, ეს რთული იქნება. დისტანციურ სწავლებას, რაც უნდა კარგად ორგანიზებული იყოს, ტექნიკური ხარვეზები მაინც ახლავს.
„მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ სკოლაში გატარებული თორმეტი წელი მაქსიმალურად გამოიყენონ, – ამბობს გვანცა, – ეს პერიოდი მნიშვნელოვანია. გართობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსონ. სწავლა იარაღია, რომელიც მომავალში ცხოვრების გზას გაგიკვალავს. მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა და მოთმინებაა საჭირო. გარკვეულწილად ეს სასიამოვნო პროცესია, რადგან ბევრი წვალების შემდეგ სასურველ შედეგს აღწევ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ხარაგაულში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. ჩემი კარიერული წინსვლისთვის აქ ბევრი შესაძლებლობა არ არის“.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის