

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები დაბა ხარაგაულის, ფარცხნალისა და ჩხერის მაცხოვრებლები არიან.
ჩხერში ორი ოჯახის შვიდი წევრია ინფიცირებული, ხოლო დაბა ხარაგაულსა და ფარცხნალში – ორ-ორი.
თერთმეტივე ინფიცირებულის დაავადების წყარო საკუთარი ოჯახის წევრია.
ხარაგაულში 112 ინფიცირებულიდან 25 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულში 6 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსისგან არც ერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 831 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 702 გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,