

დეისელი გიორგი და დიანა კიკნაძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა პატარა ხარაგაულში, ზაზა გლუნჩაძის ქუჩაზე, ახალმოსახლეობა იზეიმა.
ოჯახს საცხოვრებელი სახლი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ტაძრის მოძღვრის მამა ანდრიას (ლაცაბიძე) თანადგომითა და დახმარებით შეუძინეს.
„სამრევლო ტაძართან არსებულმა ხალხური ცეკვისა და სიმღერების ანსამბლმა „ნანილამ“ იტალიის რამდენიმე ქალაქში გამართა საქველმოქმედო კონცერტები. შემოსული თანხით საცხოვრებელი სახლი შევუძინეთ კიკნაძეების მრავალშვილიან ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქართველს, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობდა,“ – აღნიშნა მამა ანდრიამ კიკნაძეების ახალ სახლში სტუმრობისას.
კიკნაძეებს ახალმოსახლეობა მიულოცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე): -უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო დასავლეთ ევროპის ეპარქიას ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის. ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება თითეული ადამიანის გვერდით, რათა შეუმსუბუქოს მათ როგორც სულიერი, ისე ყოფითი ცხოვრება. მამა ანდრია ზრუნავს თავისი მშობლიური მხარისათვის და არ ავიწყდება აქაურები. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანებს ეძლევათ სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა. ეპარქიაში ახალი დანიშნული ვარ. ეს კარგი დასაწყისია კეთილი საქმეებისთვის. ვულოცავ კიკნაძეების ოჯახს. გისურვებთ ყოველივე კარგს. დალოცვილები და დღეგრძელები იყავით.
კიკნაძეების ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენაში დიდი წვლილი შეიტანა მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა სპარტაკ ლაცაბიძემ. „ამ საქმეში მე მახარობელი გამოვდივარ, – გვითხარა მან, – ჩემი დაფასება ამათი ბედნიერი სახეებია. მამა ანდრიამ დამირეკა და მითხრა, რომ სახლს შეუძენდნენ ერთ ოჯახს. კიკნაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მძიმე საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ. სახლი, ფაქტობრივად, ინგრეოდა. მამა ანდრიამ მთხოვა, ისეთი სახლი შეგვერჩია, რომელსაც ნაკვეთი ექნებოდა, რომ მიწას არ მოწყდეს ადამიანი.“
კიკნაძეების ოჯახს ახალმოსახლეობა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, განსაკუთრებული და გამორჩეული დღეა. „დედა ეკლესია გვერდით უდგას ადამიანებს, რომელთაც ესაჭიროებათ ყურადღება. ვფიქრობთ, ასეთი ღონისძებები, ადამიანური მიდგომები ეკლესიის მხრიდან გვაძლევს მაგალითს საერო ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომ მეტი აქტიურობით ვიმოქმედოთ. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დაეხმარება სახლში ბუნებრივი გაზის დამონტაჟებაში. სხვა მუნიციპალური პროგრამებიც გვაქვს, რომლითაც დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ კიკნაძეების მრავალშვილიან ოჯახს,“ – აღნიშნა გამგებელმა.
დიანა კიკნაძემ დიდი მადლობა გადაუხადა მამა ანდრიას, სპარტაკ ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ ოჯახს სახლის შეძენაში დაეხმარა. „ჩვენთვის უკვე ბევრი რამ შეიცვალა. ოთხი შვილი გვყავს. უფროსი 13 წლისაა, მომდევნო 12 წლის, პატარა ტყუპები 4 წლის. ახლა ბიჭები საბავშვო ბაღში ივლიან და არც გოგონებს გაუჭირდებათ სკოლაში სიარული.“
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).