

ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერების საპასუხოდ პოსტს ავრცელებს.
„იმათ საყურადღებოდ, ვინც აშშ-ს CDC -ს შიდა მემოს (რაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს ჯერ სათანადო მტკიცებულებითი საფუძველი, მაგრამ განხილვას იმსახურებს) „ნიშნის მოგებით“ დააფრიალებს იმის დასამტკიცებლად, რომ რა აზრი აქვს აცრას, თუ აცრილები ისეთივე გადამდებები არიან, როგორც აუცრელები:
იგივე CDC-ს და რაც მთავარია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიტიკური მონაცემებით:
სწორედ ამიტომ, საქართველოში პირველ აგვისტომდე კორონავირუსი მხოლოდ 1980 სრულად აცრილ ადამიანს დაუდასტურდა COVID-19 (1.2% 161 ათასზე მეტი სრულად აცრილიდან) და 2 ადამიანი გარდაიცვალა (ანუ 0.1 % ინფიცირებულებიდან), რაც ნიშნავს მინიმუმ 15-ჯერ ნაკლებ სიკვდილობას.
რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. სამწუხაროდ, დღეში 35-40 ადამიანის სიკვდილი ანონიმურ ქრონიკად გადაიქცა, მაგრამ თითოეული სიცოცხლის გადარჩენა იმავდროულად უდიდესი მიღწევაა, ხოლო ეს ციფრები ნიშნავს, რომ დღეს მოსახლეობის 60% რომ ყოფილიყო აცრილი, დღეში 30 ის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ადამიანი, ან საერთოდ არავინ არ დაიღუპებოდა“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,