

ხარაგაულის საავადმყოფო უახლოეს დღეებში კოვიდცენტრად გადაკეთდა. დავინტერესდით, როგორ მოემსახურება საავადმყოფო ამბულატორიულ პაციენტებს.
ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, ინფორმაციით, კოვიდცენტრად გადაკეთების შემდეგ ხარაგაულის საავადმყოფოში გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაუქმდება და გეგმიური ოპერაციები აღარ ჩატარდება.
სტაციონარის მთავარი შესასვლელით მხოლოდ კოვიდპაციენტები ისარგებლებენ. ამბულატორიაში კი ექიმები არაკოვიდპაციენტებს მოემსახურებიან. აქვე გააგრძელებს ფუნქციონირებას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი.
ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს ყოველდღიურად წინასწარი ჩაწერის გარეშე მოემსახურებიან პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ქირურგი, ფთიზიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი და ოჯახის ექიმი.
ენდოკრინოლოგი პაციენტებს კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და ოთხშაბათს მოემსახურება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,