

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ადგილზე არსებული, ასევე მობილური ამბულატორიების ჩართვა იგეგმება.
იმ სოფლებში, სადაც ამბულატორია ვაქცინაციისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ვაქცინაციის მსურველებს ტრანსპორტირებით დავეხმარებით, რომ მუნიციპალურ საავადმყოფომდე იმგზავრონ და იქ აიცრან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ყველასთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ხელმისაწვდომი იყოს. ეს ყველაფერი დაიგეგმება მუნიციპალური დონის საავადმყოფოების ადმინისტრაციებისგან, რომელიც პასუხისმგებლები არიან მათთან საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში რეგისტრირებული მოსახლეობის ვაქცინაციაზე.
ჩვენ უკვე დავიწყეთ მობილური ამბულატორიებით სოფლის მოსახლეობაში გასვლა და ვაქცინაცია. გარკვეულწილად, ამ ინიციატივის მასშტაბი შეზღუდულია. თუმცა, მის გაფართოებაზე გლობალური ფონდი გვეხმარება.
არსებობდა შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მობილური ამბულატორიები და ახლა მათ გამოყენებას ვახერხებთ. სოფლის ამბულატორიების მდგომარეობა არათანაბრად არის განვითარებული.
რიგი ამბულატორიები გასულ წელს გარემონტდა და აღიჭურვა. ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ადგილზე აწარმოონ ვაქცინაცია და ცივი ჯაჭვის დაცვაც შესაძლებელია. მათ მაცივარიც აქვთ და შეუძლიათ პირველადი დახმარების აღმოჩენა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე