

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით შტაბი შეიქმნა.
შტაბს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს.
-ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები სოფლად მცხოვრებ პირებს ინფორმაციას აწვდიან, რომ იქმნება აცრის მსურველთა ჯგუფები, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქალაქეები ბორითისა და ხარაგაულის კლინიკებში გადაგვყავს.
9 აგვისტოს, ხარაგაულის საავადმყოფოში ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობის ნაწილი აიცრა, 8 აგვისტოს კი – ბორითის კლინიკაში ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრებთა ნაწილი. მათი დარეგისტრირება ადგილზევე, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მოხდა.
ტრანსპორტი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით გამოიყო.
აცრით დაინტერესებული მოქალაქეების მომართვიანობა ბოლო პერიოდში იზრდება, სოფლის მოსახლეობისთვის რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია უფრო მოსახერხებელია.
შტაბის შემადგენლობაში შედიან ბორითის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამურველაშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, მერიის სოციალური განყოფილების უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ის პირები, რომლებიც ჯერჯერობით არ აცრილან და სურთ ვაქცინაცია, უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი სოფლებში მერის წარმომადგენლებს.
პრემიერ-მინისტრის განკრგულებით, საქართველოში ამცრელი ბრიგადები უნდა შეიქმნას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზონების მიხედვით, ამბულატორიების ბაზაზე, რამდენიმე ბრიგადა შეიქმნება. ამჟამად ბრიდაგების დაკომპლექტება და ამბულატორიების მომზადება მიმდინერეობს.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: ვაქცინაცია ბორითის კლინიკაში
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე