

ხარაგაულში, სოფელ თეთრაწყაროში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სამივე მათგანი თბილისში გამართულ ქორწილში დაინფიცირდა. ერთ-ერთმა კი კორონავირუსით დაბა ხარაგაულში ორი პირი დააინფიცირა.
თითო-თითო ინფიცირებულია ვერტყვიჭალასა და ბორითში, ლეღვანში ერთ ოჯახში კორონავირუსი ორ პირს დაუფიქსირდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში covid-19-ის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე სულ 791 პირი დაინფიცირდა, მათგან 700 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
დღეისათვის 75 ინფიცირებულიდან 22 სტაციონარში მკურნალობს, ორი – კოვიდსასტუმროში, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იზოლაციაში 138 პირი იმყოფება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,