

ცხინვალში, სავარაუდოდ, ღორების აფრიკული ცხელება დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ხარაგაულში ავთანდილ ვეფხვაძე ავრცელებს.
ავთო ვეფხვაძემ დღეს, 2 აგვისტოს, ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ცხოველთა ვაქცინაციისა და ხარაგაულში დაავადებების შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა.
„ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი ტერიტორიაა. ამიტომ სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამბობს ავთო ვეფხვაძე, – სავარაუდოდ, ღორების აფრიკული ცხელება გავრცელდა. ამიტომ ყველა ვეტერინარი გაფრთხილებულია, რომ ღორის მასიურად დაცემის შემთხვევაში დაუყოვნებლიც ავიღოთ ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ ღორი იზოლირებულად ჰყავდეთ, რადგან აფრიკული ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს“.
მოლითის მაჟორიტარი დეპუტატის, ვახტანგ ტალახაძის ინფორმაციით, ღორების დაცემა ჭარტალსა და ბაბში დაფიქსირდა.
ღორის დაცემის შემთხვევაში დაუკავშირდით ვეტერინარ ავთო ვეფხვაძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 595 22 11 50.
სოციალური ქსელები გლობალური
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნეს
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს
დაიწყო რეგისტრაცია მერების შეთანხმების ყოველწლიური ცერემონიისთვის,
როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ ხარაგაულელები, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ხარაგაულში მცხოვრები