
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ორსულებში, ჯერჯერობით, მხოლოდ „ფაიზერითაა“ დაშვებული.
ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა მოგვაწოდა.
რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში ამ ვაქცინებით ორსულების აცრა დაშვებული არ არის.
ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, რონ ჯანდაცვის უწყება მოქმედებს ვაქცინების ინსტრუქციების შესაბამისად. „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ კი მისი თქმით, ინსტრუქციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი გამოყენება ორსულებში დასაშვებია.
ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, კოვიდგადატანილების აცრა გამოჯანმრთელებიდან 30 დღის შემდეგ დასაშვებია. ამ დრომდე ვაქცინაცია გამოჯანმრთელებიდან 120 დღის შემდეგ იყო შესაძლებელი.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება