

ხარაგაულში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სინოფარმითა და სინოვაკით მიმდინარეობს.
ხარაგაულის კლინიკაში წინასწარ დარეგისტრირებულ მოქალაქეებს სინოფარმით ცრიან, ხოლო ბორითის კლინიკაში – სინოვაკით.
28 ივლისის მდგომარეობით ხარაგაულის ამ ორ საავადმყოფოში 339 პირია აცრილი.
ხარაგაულის საავადმყოფოს ექთნის, შორენა ლოლაძის ინფორმაციით, ივლისში 289 პირი აიცრა. მათგან 24 მეორე დოზით არის ვაქცინირებული. ამ 24-დან 11 ჩინეთის მოქალაქეა.
შორენა ლოლაძე ამბობს, რომ აცრის მსურველთა რიცხვი იზრდება და აცრილთა უმრავლესობა ხარაგაულელია. ხარაგაულში აცრები ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს სინოფარმით ტარდება. ხვალისთვის, 29 ივლისისთვის, ასაცრელად 60 პირია დარეგისტრირებული.
რაც შეეხება ბორითის კლინიკას, ექთან თამარ ქავთარიასგან მოპოვებული ინფორმაციით, ივლისში 50 პირი აიცრა. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან ნახევარი მეორე დოზით აიცრა. ბორითის კლინიკაში სინოვაკით აცრები ყოველ პარასკევსა და შაბათს ტარდება.
28 ივლისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 432 795 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 144 222 ადამიანი
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე