პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, დისტანცია, დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება, სანიტარიზაცია და ვაქცინაცია – ეს იმ რეკომენდაციების ჩამონათვალია, რომლის დაცვისკენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოგვიწოდა.

ამირან გამყრელიძემ ამბობს, რომ წინაასაარჩევნო პერიოდში, ღია სივრცეში შეკრებებისას, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მან ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ ქორწილების, ქელეხების, წვეულებებისა და კონცერტების აკრძალვაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გამკაცრება, რათა ქვეყანაში დაინფიცირებული პირები არ შემოვიდნენ.

„საქართველოში ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია. მსგავსი სიტუაცია მესამე ტალღის პიკზე, მაისში, გვქონდა, – ამბობს გამყრელიძე.

ახლა მეორე ტალღის 50-60% -ზე ვართ. დღეს განსხვავება ისაა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს 167 სამედიცინო დაწესებულებაში. ამ პროცესში ჩართულია 404 არასრული ბრიგადა. ეს ბრიგადები თბილისში 12 საათიან სამუშაო დღზე გადადიან. თბილისში კიდევ 100 ბრიგადის დამატება იგეგმება.

ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი დოზებია. დღეს საქართველოში 5 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული ადამიანია საავადმყოფოებში. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთ დაწოლას უძლებს. ეტაპობრივად ხდება საწოლების მობილიზება. ეპიდვითარების პიკზე 8 ათსამდე საწოლი იყო მობილიზებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით რესურსი გვაქვს.

ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო მკაცრ ლოქდაუნს არ განიხილავს; მხოლოდ დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრებას. საკოორდინაციო საბჭოზე გაიცა ბრძანება, რომ სასტუმროებში მობილიზდეს ოთახების საჭირო რაოდენობა. ადამიანებს, ვისაც არ აქვს იზოლირების შესაძლებლობა, სასტუმროებში განთავსდებიან. ეს ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტას უწყობს ხელს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.