

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. იმერეთი – რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის მხარეების მუნიციპალიტეტებში მოქმედი სკოლებისათვის ნახევარფინალური შეხვედრა 21 ივლისს დისტანციურად ჩატარდა.
ხარაგაულიდან პროექტის ნახევარფინალში 6 სკოლა ჩაერთო. მათგან ორი – ხარაგაულის#2 და კიცხის საჯარო სკოლები კონკურსის ფინალში გადავიდნენ. მარელისის საჯარო სკოლამ „ყველაზე ეკომეგობრული“ სკოლის ტიტული დაიმსახურა.
ფინალში იმერეთიდან ხუთი სკოლა – ხარაგაულის #2, როკითის, საჩხერის #2, კიცხისა და ქორეთის საჯარო სკოლები გადავიდნენ. ფინალური შეხვედრა, სავარაუდოდ, 28 სექტემბერს გაიმართება.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 სკოლის ეკოკლუბის წევრთა ნაწილი, მასწავლებელ თეა ტალახაძესთან ერთად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,