
23 ივლისის მონაცემებით, ბოლო 48 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში ფიქსირდება. ახალი შემთხვევები გამოვლინდა კიცხში, უბისაში, ღორეშაში, დაბა ხარაგაულში, ვანსა და საქარიქედში.
„დაინფიცირების წყარო ყველა შემთხვევაში მოკვლეული არ არის. თუმცა იკვეთება, რომ ინფიცირება მოხდა ქალაქებიდან ჩამოსულ დამსვენებლებთან კონტაქტით ან ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობის დროს. გვაქვს ქელეხისა და დაბადების დღის კლასტერები.
იზრდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირებათა დღიური მონაცემები. თუ ივლისის დასაწყისში ხარაგაულში დღეში 10 ტესტი კეთდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 50-მდე გაიზარდა.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებს“, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე covid-19-ის 730 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 686 პირი გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა. ამჟამად 4 ინფიცირებული სტაციონარში მკურნალობს.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 70 ადამიანი იმყოფება. ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამის გამო მათი რიცხვი დღის განმავლობაში გაიზრდება.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის