

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის სკოლის მოსწავლეთა თეატრალურმა დასმა ხარაგაულში ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ წარმოადგინა.
სპექტაკლი საქველმოქმედო იყო. შემოსული თანხა, 620 ლარი, ახალგაზრდა ხარაგაულელის, დავით ჭიპაშვილის დასახმარებლად გადაირიცხა. ძევრის საჯარო სკოლის დირექტორის, მანუჩარ ფანჩულიძის თქმით, ხარაგაულთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
„ხშირად ძევრისა და ხარაგაულის სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა ტურ-თამაშებსა და ბანაკებში ერთად მონაწილეობდნენ, – ამბობს მანუჩარ ფანჩულიძე, – დავით ჭიპაშვილი ზვარის ბანაკში გავიცანით. ის ძალიან კეთილი, გულთბილი, აქტიური და პოზიტიური ადამიანია. გავიგეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
დავუკავშირდი ჩემს მეგობარს მამუკა ჭიპაშვილს და ხარაგაულში ჩვენი სკოლის თეატრალური დასის სპექტაკლის გამართვა შევთავაზე. მიხარია, რომ ჩვენი იდეა განხორციელდა. მინდა ხარაგაულელ ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო. მათ ერთიანობისა და მხარდაჭერის საოცარი მაგალითი გვაჩვენეს“.
ძევრის საჯარო სკოლაში საბავშვო თეატრალური დასი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. რეჟისორი, ბავშვთა დრამატურგი ტატო პატარიძეა. ძევრის სკოლის თეატრალური დასის რეპერტუარი, ძირითადად, საბავშვო თემატიკით განისაზღვრება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,