

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასა და რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს შორის დასრულდა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც, წლიური სახელფასო ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით გაიზრდება.
შეთანხმების თანახმად, ხელზე ასაღები 150 ლარიანი სახელფასო მატება 2021 წლის 1 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და 11 800-ზე მეტ რკინიგზელს უნდა შეეხოს. ეს, საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებისთვის 12-დან 85% პროცენტამდე ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.
შენარჩუნებულია სამ ნაწილად გასაცემი საპრემიო ბიუჯეტი, რაც ჯამში 10 მილიონ ლარს შეადგენს.
რკინიგზელები საშობაო, სააღდგომო და პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, დამატებით ფინანსურ სარგებელს (200 ლარი) ყოველ წელს მიიღებს;
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინიციატივით, კომპანიაში დაწესდება მინიმალური ხელფასი და შეადგენს – 320 ლარს;
მოლაპარაკების შედეგებს პროფკავშირი გამგეობის სხდომაზე შეაჯამებს და გენერალურ დირექტორთან მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს;
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მადლობას უხდის ახალი პროფკავშირის წევრ რკინიგზელებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის!
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში