

მეექვსე თვეა, რაც ლაშეში, ამავე სოფლის მკვიდრმა,აკაკი მაჭავარიანმა, საკალმახე გააკეთა. წლების მანძილზე, ადგილზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ბიძიდან ერგო, ყანა ჰქონდა. საცხოვრებელ სახლთან სიშორის გამო ბატონ აკაკის ყანის დამუშავება უჭირდა. ერთხელაც, ყანაში სამუშაოდ ჩასულმა,ღელეში ღორჯოები ნახა და მაშინ იფიქრა, რომ ღელის მეორე მხარეს საკალმახეს მოწყობა შეიძლებოდა.
„ჯერ „ავტოტრანსში“ ვმუშაობდი და არ მეცალა, ბოლო ოთხი წელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და სამეწარმეო საქმიანობა მეკრძალებოდა. როგორც კი საკრებულოსთავმჯდომარეობიდან გავთავისუფლდი, ჩემსიძესთან ერთად დაგეგმე საკალმახეს მოწყობა,“ – გვიამბობს აკაკი მაჭავარიანი. მისივე თქმით, საკალმახეს მოწყობაზე დიდი თანხა არ დაუხარჯავს. გაკეთდა საგუბარი წყაროების სათავეებში და თევზის გასაშვები აუზები. 1 300 ლიფსიტა გორის თევზსაშენში შეიძინა. იქ ყიდულობს თევზის საკვებსაც.
„კალმახები კარგად იზრდებიან, ადვილად შეეგუენ გარემო პირობებს, – ამბობს ბატონი აკაკი, – ვფიქრობ, სააღდგომოდ, აპრილში უკვე გავყიდით კალმახს. რესტორნებიდა კერძო პირები უკვე დაინტერესდნენ. ღმერთმა ქორწილები და ლხინის სუფრები ამრავლოს და კალმახზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება.“
აკაკი მაჭავარიანი მომავალში მეურნეობის გაფართოებას გეგმავს. იქვე აუზების მოსაწყობად ტერიტორია საკმაოდაა.
„კალმახს სუფთა და გამდინარე წყალი სჭირდება. ვფიქრობ, მოვაშენო თევზის ჯიში სქელშუბლა, – მის აუზში საკალმახედან გადასულ წყალს გამოვიყენებ, რომელიც ახლა მდინარეში ჩადის. ამჟამად სამი კაცი მყავს დასაქმებული, მეურნეობის გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება,“ – ამბობს აკაკი მაჭავარიანი.
ფოტოზე: აკაკი მაჭავარიანი საკუთარ საკალმახეში თემურ ნიქაცაძესთან ერთად
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი