

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
გუშინ ხარაგაულში გამოვლენილი ინფიცირებულების ყველა კონტაქტი მოძიებულია, თითოეულმა მათგანს ტესტირება გაუკეთდა, ტესტირების შედეგები უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ პირველი დაფიქსირებუდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსის 701 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 670 გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.
სტაციონარში სამი ინფიცირებული მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში 58 პირი იმყოფება.
ორშაბათს, 19 ივლისს, ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომლებს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ჩაუტარდებათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,