
2021 წლის 20 ივლისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2021 წლის 15 ივლისის 10:00 საათიდან 19 ივლისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2021 წლის 15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა).
საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა).
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით (საგამოცდო ცენტრში გამოცხადება უნდა მოხდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე).
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი.
ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე უცვლელად გამოიყენება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ტესტები (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება რიცხვითი მონაცემები).
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება