

15 ივლისის მონაცემებით, ბოლო 48 საათში, ხარაგაულში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები დაბა ხარაგაულისა და ნადაბურის მაცხოვრებლები არიან. მათი ინფიცირების წყარო თბილისიდან ჩამოსული პირია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, დაბა ხარაგაულში ჩამოსული ინფიცირებულის კონტაქტები მოძიებულია, მათი ტესტირებების შედეგები უარყოფითია, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 701 შემთხვევა დადასტურდა, 670 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.
15 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 3 მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,