

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ოქტომბრის ბოლომდე „ფაიზერის“ 1 000 350 დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს.
ივლისის ყოველი კვირის ბოლოს ეტაპობრივად შეივსება მარაგი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო აშშ-ს დონაციის ფარგლებში დამატებით კიდევ მიიღებს ამ ვაქცინის დოზებს. კონტრაქტის დაზუსტება მიმდინარეობს და დეტალები მალე გახდება ცნობილი.
„ქვეყანაში ვაქცინების მარაგი თანდათანობით ივსება. ყველა საფუძველია იმისათვის, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტირი ამირან გამყრელიძე, – ჩვენ უნდა ავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, რომელიც დღეში 20-25 ათასი მოქალაქის აცრას გულისხმობს.
„ფაიზერის“ გარდა საქართველოში არის 0,5 მლნ დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“; ამასთანავე, 10 ათასი დოზა „ასტრა-ზენეკა“. „ფაიზერის“ დარჩენილი დოზები გვქონდა. მას სტუდენტებისთვის ვიყენებდით, რომლებიც სასწავლებლად ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში მიემგზავრებოდნენ. პირველ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ შვიდ კლინიკაში დაიწყება „ფაიზერით“ ვაქცინაცია. ივლისის ბოლოს კლინიკების რაოდენობა 95-მდე უნდა გავზარდოთ. ბრიგადების რაოდენობა 250-მდე უნდა ავიდეს.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ფაიზერით მხოლოდ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები აიცრებიან. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ასაკი 16 წლამდე დაიწევს. ზედა ასაკობრივი ზღვარი, რა თქმა უნდა, არ არსებობს“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,