

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე უარესდება. დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდა.
ეს გამოწვეულია რეგულაციების შემსუბუქებით. მოსახლეობა არ იცავს რეკომენდაციებს. ამ დროისთვის საქართველოში, უმეტესად, ბრიტანული შტამი ცირკულირებს. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, მას მალე დელტა, ანუ ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
„მოქალაქეები პირბადეს დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. ღია სივრცეში ხუთი ადამიანი თუ იკრიბება, პირბადე აუცილებელია. პირბადე არის ყველაზე მძლავრი დაცვის საშუალება, ვაქცინასთან ერთად. აუცილებელია დისტანციის დაცვა, სანიტარიზაცია და დიდ თავყრილობებზე უარის თქმა.
დღეს, ჩვენს ქვეყანაში დელტა შტამის 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. მისი ცირკულირება 20%-ს სცილდება. იგი ბრიტანული შტამისგან იმით განსხვავდება, რომ ახალგაზრდებსა და ბავშვებში მეტი სიმძიმე ახასიათებს. ამ ეტაპზე საქართველოში საწოლფონდის საკმარისი რაოდენობაა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში