

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.
„Pfizer“-ით იმუნიზაცია პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.
ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.
ამ ეტაპისთვის, „pfizer“-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.
„pfizer“-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/
მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.
ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.
“pfizer”-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
„pfizer“-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში